რეზონანსი
10.08.2024

დედაქალაქში ამორტიზებული ლიფტების რაოდენობა იზრდება. თბილისში არსებული 11 000 ლიფტიდან სავალდებულო ინსპექტირება გავლილი აქვს მხოლოდ 5047 ლიფტს.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირების გაუვლელობის გამო 2020 წლიდან დღემდე 28 ამხანაგობა დაჯარიმდა.

2013 წლის 10 ივლისის დადგენილებით ლიფტების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ამხანაგობამ ყოველ მესამე წელს კერძო ინსპექტირების ორგანოების დახმარებით უნდა ჩაატარონ. თუ ინსპექტირება არ აქვს ლიფტს გავლილი, კანონის მიხედვით ამხანაგობა 500 ლარით ჯარიმდება.

კითხვაზე, თუ რა პერიოდულობით ხორციელდება სააგენტოს მხრიდან ლიფტების შემოწმება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში გვპასუხობენ, რომ სააგენტოს მიერ არაგეგმიური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ლიფტზე მომხდარი ავარიის, უბედური შემთხვევის, საფრთხის შესახებ შეტყობინების, ფორსმაჟორის და სხვა შემთხვევებში.

წყარო: bm.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×