რეზონანსი
11.08.2024

„კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, პარტია „ახალის" თანათავმჯდომარეს ნიკა მელიას თავს დაესხნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ახალის" პრესსამსახურში განუცხადეს.

ამავე ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მედიასთან კომენტარს აკეთებდა. ნიკა მელიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

კერძოდ, პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი სამტრედიაში ოფისის გახსნაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, რა დროსაც მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მივარდა, სახის არეში დაარტყა და შეაგინა, მომხდარს ხმაური მოყვა.

თანმხლები პირები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, თავდამსხმელმა კი მოპირდაპირე მხარეს შენობაში შესვლა მოასწრო.

ადგილზე ამ დროისთვის მდგომარეობა განმუხტულია.

შემთხვევის დროს, ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის" სხვა ლიდერები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×