რეზონანსი
14.08.2024

უკრაინას შეუძლია, ფინეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა განაცხადა.

სტუბის თქმით, უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას თავი, მათ შორის, კურსკის რეგიონში წინსვლით, რადგან რუსეთი რეგულარულად ესხმის თავს უკრაინის დედაქალაქ კიევს და დაკავებული აქვს უკრაინის ტერიტორიები.

„ჩვენ არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს, თუ რა სახის იარაღს და რა გზით გამოიყენებს უკრაინა. უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში", - განაცხადა სტუბმა.

ცნობისთვის, უკრაინული მხარის ინფორმაციით, სამხედროებს კონტროლი აქვთ აღებული კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×