რეზონანსი
14.08.2024

დასავლელი ლიდერები მხარს უჭერენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციას კურსკის რეგიონში და აცხადებენ, რომ უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. კერძოდ, როგორც The Telegraph წერს, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის კონტრშეტევას.

უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და აშკარაა, რომ მათ შეუძლიათ განახორციელონ ოპერაცია კურსკის რეგიონში,- თქვა ორპომ.

თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმაც დადებითად შეაფასა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებები.

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას მის სხვადასხვა ოპერაციებში და მე პირადად ვუსურვებ მათ წარმატებებს, - აღნიშნა მან.

ასევე, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ Twitter-ის საკუთარ გვერდზე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართალი უკრაინას საშუალებას აძლევს, დაიცვას თავი თუნდაც აგრესორის ტერიტორიაზე.

2014 წლიდან რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ გაანადგურა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე. თუ ჩვენ გვინდა სამართლიანი სამყარო და არა მისი ილუზია, გამოსავალი არის სიტუაცია, როდესაც ყველა ჯარი დაუბრუნდება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, - წერს ის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×