რეზონანსი
14.08.2024

ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება" 59.3%

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" /„სტრატეგია აღმაშენებელი" 13.1%

კოალიცია „ლელო"/„ანა დოლიძე - ხალხისთვის"/„თავისუფლების მოედანი" 5.8%

კოალიცია „ახალი"/„გირჩი - მეტი თავისუფლება"/„დროა" 5.5%

„საქართველოსთვის" 4.8%

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა" და „ალტ ინფოს" კოალიცია 3%

„ევროპული საქართველო" 2.2%

„ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი" 2.1%

სხვა 4.2%

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 107 მანდატს იღებს „ქართული ოცნება", ოპოზიციური პარტიები კი ერთად 43 მანდატს. როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 24 ივლისი - 4 აგვისტოს პერიოდში. გამოიკითხა ჯამში 1700 რესპონდენტი. მონაცემების ცდომილების ზღვარია +/-3%.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×