რეზონანსი
14.08.2024

ბრაჟეს თქმით, უკრაინას აქვს რუსეთში შესვლის უფლება, ისევე როგორც ნატო-ს ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების უფლება.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ "ეს უკრაინული იარაღია" და აღნიშნა, რომ "ნატო-ს ქვეყნებში სამართლის ექსპერტებს შორის კონსლუტაციებმა" დაადგინა, რომ "თავდაცვის უფლება ასევე მოიცავს კონტრშეტევის უფლებასაც".

ბრაჟემ აღნიშნა, რომ რუსი ოფიციალური პირების განცხადებები, თითქოს უკრაინის ძალები მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ პროპაგანდას წაროადგენს.

"პირველივე მომენტიდან უკრაინული კომუნიკაციიდან ძალიან ნათელი იყო, რომ მათი თავდასხმა სამხედრო ობიექტების წინააღმდეგაა", - განაცხადა ბრაჟემ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აქამდე განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნების მიერ გადაცემული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება "წითელ ხაზს" წარმოადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×