„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი, ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ საქართველო დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა, სოციალურ ქსელში შტატებიდან ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში ბრუნდება.
„საქართველოში დაბრუნების დროა გადამწყვეტი ბრძოლისთვის!
უახლოეს დღეებში შევხვდებით შინ – სამშობლოში
ჩემს ძმას და ყველა ემიგრანტს მოვუწოდებ აქტიურობისკენ. დარეგისტრირდით და ვისაც შეგიძლიათ მიდით არჩევნებზე! უცხოეთში მცხოვრებნო, ეცადეთ თითოეულმა თქვენგანმა, საქართველოში მინიმუმ ერთი ადამიანი დაარწმუნოთ, რომ არჩევნებზე წავიდეს, ხმა მისცეს საქართველოს მომავალს“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.