რეზონანსი
09.09.2024

გამჭვირვალობის  კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადება "ქართულ ოცნებსა" არ ეჩქარება. კახა კალაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ვერდიქტს მაშინ გამოაცხადებს, როცა ამის საჭიროება იქნება.

ამასთან, სახელისუფლებო გუნდის ლიდერი ისევ ამტკიცებს, რომ კანონი არც ანტიკონსტიტუციური და არც ანტიდემოკრატიულია, რადგან მიზნად მხოლოდ გამჭვირვალობას ისახავს. 

გამოცხადებას აქვს თავისი ვადები და შესაბამისად, როდესაც ამის დრო და აუცილებლობა იქნება, დარწმუნებული ვარ, გამოცხადებული იქნება. სხვა კანონთან დაკავშირებით შეუძლებელია რაიმე კითხვები არსებობდეს ან რაიმე პრობლემა იყოს. ერთადერთ რამეს, რასაც კანონი ითხოვს, ეს არის გამჭვირვალობა, შესაბამისად, ეს ვერ იქნება პრობლემური, ვერ იქნება ანტიკონსტიტუციური და ვერ შეეწინააღმდეგება დემოკრატიას და დემოკრატიულ განვიტარებას, - ამბობს კახა კალაძე. 

საკონსტიტუციო სასამართლო ისევ დუმს. უკვე 9 დღე გავიდა, რაც პლენუმი სათათბიროდ გავიდა, თუმცა 8 მოსამართლე ისევ არ ამბობს, როდის გამოცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×