„ქართულ ოცნებას“ მშვიდობა რეალურად რომ აინტერესებდეს, ასეთი რადიკალური ნაბიჯებით არ დააპირისპირებდა საზოგადოებას ერთმანეთთან - რაც შეეხება ტრადიციულ ღირებულებებს, ტრადიციული ღირებულებების დაცვა საქართველოს მოქალაქეებს და ეკლესიას არავისგან, მითუმეტეს, “ქართული ოცნების“ მესვეურებისგან არ ესწავლება, - ასეთია პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის“ დეპუტატის ბექა ლილუაშვილის პოზიცია მმართველი პარტიის საარჩევნო გზავნილებზე.
როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, “ქართული ოცნება“ გადასულია იმ შიშებით ზემოქმედებასა და შანტაჟზე, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეებს არაერთმა კონფლიქტმა მოუტანა.
“ქართულ ოცნებას“ მშვიდობა რეალურად რომ აინტერესებდეს, ასეთი რადიკალური ნაბიჯებით არ დააპირისპირებდა საზოგადოებას ერთმანეთთან - პირიქით, ხელს შეუწყობდა დეპოლარიზაციას და არა დაპირისპირებას გაღვივებას. მშვიდობა უნივერსალური ფასეულობაა - განსაკუთრებით ქართველებისთვის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ “ქართული ოცნება“ ამ თემით მოსახლეობის შანტაჟს ახდენს. ის გადასულია იმ შიშებით ზემოქმედებასა და შანტაჟზე, რაც არა ერთმა კონფლიქტმა მოგვიტანა. რაც შეეხება ტრადიციულ ღირებულებებს, ტრადიციული ღირებულებების დაცვა საქართველოს მოქალაქეებს და ქართულ ეკლესიას არავისგან, მითუმეტეს, “ქართული ოცნების“ მესვეურებისგან არ ესწავლება. საქართველომ საკუთარი ისტორიის განმავლობაში ყველაფერ ამის დაცვა და შენახვა მოახერხა და ტრადიციული ღირებულებების გადაფასებას ან პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ვერავინ შეძლებს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.