რეზონანსი
09.09.2024

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ მოითხოვს, რომ ქარელში, მათ ლიდერებზე მომხდარ თავდასხმაზე დაწყებულ გამოძიებას „პოლიტიკური ნიშნით ძალადობის კვალიფიკაცია“ მიეცეს, - აღნიშნული განცხადება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.

მისი განმარტებით, გუშინ, ქარელში „ქართული ოცნების“ „ზონდერები“ „ძლიერი საქართველოს“ კოალიციის ლიდერებს, თავს მაშინ დაესხნენ როდესაც საარჩევნო კამპანია ტარდებოდა.

„თავდასხმაში მონაწილეობდნენ ვლადიმერ სულაქველიძის, ქარელის მერის მოადგილის ოჯახის წევრები და „ქართული ოცნების“ „ზონდერი“, ვინმე ვახო მღებრიშვილი. „ქართული ოცნებიდან“ ადამიანები საკუთარ ოჯახის წევრებს იყენებენ ქუჩაში ძალადობრივი აქტების მოსაწყობად. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ცდილობს, ეს ქვეყანა და წინასაარჩევნო კამპანია დაამსგავსოს რუსეთს, რუსულ ჭაობს, რუსული დაპირისპირების სტილის მქონე სახელმწიფოს, რასაც საქართველოს მოქალაქეები ჩვენ არ დავუშვებთ. გამოძიება უკვე დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით, რომელიც ძალადობას ითვალისწინებს. ჩვენი მოთხოვნაა, რომელიც უპირობოდ უნდა დაკმაყოფილდეს, პოლიტიკური ნიშნით ძალადობის კვალიფიკაცია მიეცეს ამ ფაქტს. „ქართული ოცნება" ემსახურება კრემლის და რუსეთის ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. მაშინ, როდესაც კოალიცია „ძლიერი საქართველო“ 9 ნომრით ქალაქ-ქალაქ დავდივართ და ვსაუბრობთ 1000 ლარიან პენსიაზე, 200 000 სამუშაო ადგილის შექმნაზე, მეგა პროექტების განხორციელებაზე, უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე, ქართული ოცნება“ საუბრობს ტერორზე, აკრძალვაზე. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აწყობს ძალადობრივ თავდასხმებს პროდასავლურ ოპოზიციაზე, ამ შემთხვევაში, კოალიცია „ძლიერ საქართველოზე“, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვუპასუხებთ ნებისმიერ მსგავს ძალადობრივ ფაქტს, რომელიც რეაგირების გარეშე არ დარჩება და თითოეული დამნაშავე, ეს იქნება ვლადიმერ სულაქველიძე, ვახო მღებრიშვილი, თუ სხვები, ყველა პასუხისგებაში იქნება მიცემული“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×