რეზონანსი
09.09.2024

რომელი ვირუსული ინფექციებია ახლა საქართველოში გავრცელებული? - აღნიშნულ საკითხზე ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ გადაცემაში „დღის პოსტი" ისაუბრა და საზოგადოებას რჩევები გაუზიარა.

როგორც ექიმი ამბობს, ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნა ნაწლავური ინფექციის დროს 5% ნაკლებ შემთხვევაშია საჭირო.

გარდა ამისა, ინფექციონისტი ამბობს, რომ კონდიციონერს შეუძლია ინფექციის გავრცელებაში მიიღოს მონაწილეობა!

„ვირუსები ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ გვიწევს მათთან თანაცხოვრება.

ყველა სეზონზე გვხვდება სხვადასხვანაირი ვირუსი. ინფექციების უმეტესობა გადადის კონტაქტური გზით.

პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენური საკითხი, ხელების ხშირი დაბანა, დამუშავება და ის ადამიანები, ვისაც სიმპტომები აქვთ, უნდა მოგვერიდონ.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება, სიმპტომების არსებობის დროს უნდა მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და კომუნიკაციას.

ზოგადად გაჯანსაღება ორგანიზმის, კარგი განწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი - ეს ყველაფერი ხელს შეგვიწყობს ამა თუ იმ დაავადების შეხვედრის შემთხვევაში მარტივად გადავიტანოთ", - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×