რეზონანსი
09.09.2024

მოქალაქე ლექსო სამხარაძე, რომელმაც 28 მაისს, "ქართული ოცნების" წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ საპროტესტო სიტყვები გამოიყენა, მანქანაში მჯდარ დეპუტატს "მონა" უწოდა და სკანდირებდა "არა რუსულ რეჟიმს", "გაიქეცით, გაიქეცით, ვირთხებო", თბილისის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა. 

შეგახსენებთ, რომ სამხარაძის ამ შეძახილების შემდეგ ვიქტორ წილოსანი მანქანიდან გადმოვიდა, მას გაეკიდა, გზად შემხვედრი სასურსათო მაღაზიიდან ფორთოხალი აიღო, ესროლა და აგინა.

საქალაქო სასამართლო აცხადებს, რომ ლექსო სამხარაძემ დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილი - საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, რაც ჯარიმას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×