რეზონანსი
09.09.2024

პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, უსაფრ­თხო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბის მქო­ნე ალ­კო­ენ­ტრეს ცი­ხი­დან ხუთი პა­ტი­მა­რი გა­იქ­ცა. რო­გორც "ევ­რო­ნი­უ­სი" წერს, პატიმ­რე­ბი 6-მეტ­რი­ან კე­დელ­ზე თო­კის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩა­ცოც­დნენ.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გაქ­ცე­უ­ლებს შო­რის ერთი ქარ­თვე­ლი - შერ­გილ ფარ­ჯი­ა­ნია.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ეს იყო კარ­გად და­გეგ­მი­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გაქ­ცე­ვა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ტიმ­რებს გა­რე­დან ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ცი­ხის კე­დელ­ზე ჩა­მოს­ვლა­ში. პა­ტიმ­რე­ბი ელოდ­ნენ იმ მო­მენტს, როცა მეთ­ვალ­ყუ­რე­ე­ბი კონ­ცენ­ტრი­რე­ბულ­ნი იქ­ნე­ბოდ­ნენ ცი­ხე­ში მო­ნი­ტო­რინგზე და სწო­რემ ამ დროს, რამ­დე­ნი­მე წამ­ში მო­ა­ხერ­ხეს გაქ­ცე­ვა.

გაქ­ცე­უ­ლე­ბი არი­ან 33 წლის ფა­ბიო ფერ­ნან­დეს სან­ტოს ლო­უ­რე­ი­რო, 61 წლის ფერ­ნან­დო რი­ბე­ი­რო ფე­რე­ი­რა, 59 წლის რო­დოლფ ლორ­მა­ნი, 40 წლის შერ­გილ ფარ­ჯი­ა­ნი, 39 წლის მარკ კა­მე­რონ როს­კა­ლე­რი. მე­დი­ის ცნო­ბით, ორი ორ­ტუ­გა­ლი­ე­ლია, ერთი ქარ­თვე­ლი, ერთი ერ­გენ­ტი­ნე­ლი და ერ­თიც ბრი­ტა­ნე­ლი.

რო­გორც ევ­რო­ნი­უ­სი წერს, ფარ­ჯი­ანს ქურ­დო­ბის, ქურ­დო­ბის შემ­დეგ ძა­ლა­დო­ბი­სა და სა­ბუ­თე­ბის გა­ყალ­ბე­ბის­თვის შვი­დი წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×