რეზონანსი
11.09.2024

ოპოზიციას ჰქონდა შანსი, ინტერპელაციის წესით მოეთხოვა ჩემი მისვლა პარლამენტში, ვერ გაბედეს ამის გაკეთება - ირაკლი კობახიძე

რაც შეეხება ზოგადად დებატებს, რამდენჯერმე ჰქონდა ოპოზიციას შანსი, მაგალითად, ინტერპელაციის წესით მოეთხოვა ჩემი მისვლა პარლამენტში, ვერც ერთხელ ვერ გაბედეს ამის გაკეთება. როცა მქონდა წლიური ანგარიში, ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ასეთ პირობებში ოპოზიციის მხრიდან დებატებზე საუბარი სრულიად არარელევანტურია.

"კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ ფორმატში დებატებს. რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, იმ ფარგლებში რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ. რაც შეეხება ზოგადად დებატებს, რამდენჯერმე ჰქონდა ოპოზიციას შანსი, მაგალითად, ინტერპელაციის წესით მოეთხოვა ჩემი მისვლა პარლამენტში, ვერც ერთხელ ვერ გაბედეს ამის გაკეთება. როცა მქონდა წლიური ანგარიში, ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა. ასეთ პირობებში მათი მხრიდან დებატებზე საუბარი სრულიად არარელევანტურია. ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ჩვენ ვართ მყარად, ნებისმიერ ადამიანთან ვართ მზად პოლემიკისთვის, თუმცა, ისინი ცდილობენ ხელიდან გაუშვან ეს შანსი", - განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×