რეზონანსი
20.09.2024

პოლიტიკური სიყვარული ქორწინებით ვერ დაგვირგვინდა. ნათესავები ჩარეულან ცუდად და ამიტომ გადანახულებითა და ნიშნობით დასრულდა კოალიციური გატაცება, - ასე ეხმიანება პარტია „საქართველოსთვის"და „ლელოს" არშემდგარ შეთანხმებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

„ნიშნობის საჩუქრები უკან არ ბრუნდება. არადა ანაკლიის აფერის თანხაც დასაბრუნებელია სახელმწიფოსთვის და ახლა პაემანზე დახარჯული თანხების გაპროცენტებაზე მიდის გამალებული მუშაობა. მომავლის იმედით და ერთად გატარებული შეხვედრების პატივისცემით პროცენტი დაბალი იქნებაო", - წერს რატი ბრეგაძე.

პარტია „საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე „ლელოსთან" შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×