რეზონანსი
05.10.2024

საქართველოს პრეზიდენტს  კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში, უკვე ჰყავს პრემიერობის საკუთარი კანდიდატი. განცხადება სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველთან" ინტერვიუს დროს თავადვე გააკეთა, თუმცა ვინაა მისი რჩეული, არ დააკონკრეტა:

"ქარტიაში წერია, რომ პრემიერი უნდა იყოს ჩემთან კონსულტაციით შერჩეული. მე უკვე მყავს კანდიდატი. ახლა არ გეტყვით იმიტომ, რომ ჯერ პარტიებთან უნდა შედგეს კონსულტაციები და შევჯერდეთ" - თქვა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, არის თუ არა ის პოლიტიკური წარსულის კანდიდატი, ზურაბიშვილი პასუხობს:

"არა, მე ვარ დარწმუნებული ერთ რამეში რომ დღეს უნდა გამოვაცხადოთ მთავრობა, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს წინასწარ ვინ იქნებიან და ესენი იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები" ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

პრეზიდენტის თქმით, ორშაბათს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს დაიწყებს მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×