რეზონანსი
07.10.2024

ხმაური იყო ცოტახნის წინ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე - მე -10 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა პროტესტის ნიშნად გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ისინი სკოლის დაჩქარებულ რეჟიმში მშენებლობას ითხოვენ.

მშობლების ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულება ხუთი წლის წინ დაანგრიეს, მაგრამ ამ დრომდე არ აუშენებიათ. 

ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, რომელთანაც მშობლებს კითხვები ჰქონდათ, თუმცა პასუხები ვერ მიიღეს.

2023 წელს გათამაშდა ტენდერი, დოკუმენტების მომზადებას სჭირდება დრო. ზუსტ დროს, სამწუხაროდ, ვერ გეუბნებით, მაგრამ უახლოეს პერიოდში ველოდებით ნებართვას, რომლის შემდეგაც მშენებლობა დაიწყება.

დემონტაჟის პროცედურებს ახორციელებს თვითონ სკოლა, რის შემდეგაც იწყება ტენდერი და სხვა საკითხები“,- განაცხადა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა.

მშობლები ადგილზე უფლებამოსილი პირების მისვლას და კითხვებზე პასუხებს ითხოვენ.

ყველა გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ 3-4 წელია აქ სკოლა არ აშენებულა,მიდის დაპირებები, მოვიდნენ უფლებამოსილი პირები და გვითხრან პასუხი, სხვა შემთხვევაში არ გავჩერდებით“,- ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

მე-10 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის სავალი ნაწილი, რომელიც მშობლებს ჰქოდნათ გაადკეტილი, სამართალდაცმველებმა გაათავისუფლეს. 

მშობლები ამბობენ, რომ არ გაჩერდებიან და გააგრძელებენ პროტესტს, ვიდრე არ დაიწყება სკოლის მშენებლობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×