რეზონანსი
07.10.2024

“ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე დღეს სვანეთში იმყოფებიან. ოპოზიციონერმა ლიდერებმა ადგილობრივებთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართეს და საარჩევნო პროგრამა „ილიას გზის“ მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

მანამდე კოალიციის ლიდერები მამაუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სოფელ ლენჯერში იმყოფებოდნენ, სადაც იოანე ნათლისმცემლის სახელობის განახლებული ეკლესიის კურთხევას დაესწრნენ.

პირველი პარაკლისი, მერვე საუკუნეში აშენებულ ტაძარში, მამა ბასილიმ ჩაატარა. ეს უძველესი ეკლესიაა, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერით აღადგინეს.

„ერთმა ლენჯერელმა ქალბატონმა გვთხოვა, მე-7 - მე-8 საუკუნის იოანე ნათლისმცემლის სახელობის დანგრეული ტაძრის აღდგენა, რომელიც მიწასთან იყო გასწორებული. სანდრო მერლანის და ადგილობრივების აქტიური ჩართულობით, ეს ნატვრა ავუსრულეთ და ტაძარი დღეს უკვე მოქმდებაშია“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×