რეზონანსი
07.10.2024

„ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, პირველი - მშვიდობა და მეორე - სწრაფი ეკონომიკური ზრდა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაში ეკონომიკის შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

ირაკლი კობახიძემ პროგრამის შემუშავებასა და დოკუმენტის დამტკიცებაში მონაწილეობისთვის პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილს და პოლიტსაბჭოს თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვაქვს ისტორიული მაქსიმუმი რეიტინგის თვალსაზრისით და ამას განაპირობებს ძირითადად ორი ფაქტორი: პირველი არის ის, რომ, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და მეორე მთავარი ფაქტორი, რაც „ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს განაპირობებს, არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რითაც გამოირჩეოდა ჩვენი ქვეყანა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. ახლაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ განვითარებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში ეკონომიკაზეა დამოკიდებული ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×