რეზონანსი
08.10.2024

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი მარგველაშვილის აზრით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური სპექტრი "პრორუს ოლიგარქს ხელისუფლებიდან მშვიდობიანად, დიდი გამარჯვებით" გაისტუმრებს. 

"დღეს ჩვენ ვართ ბრძოლაში. ეს არ არის იოლი არჩევნები. ჩვენ პრორუსი ოლიგარქი ხელისუფლებიდან მშვიდობიანად, ძალიან დიდი გამარჯვებით უნდა გავუშვათ. ეს უნდა იყოს ისეთი გამარჯვება, რომელიც მას და მის ლუბიანკიდან მართულ ჯგუფს არ მისცემს არავითარ შანსს. დღეს ქართველ ამომრჩეველში არის ემოცია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მთავარი, რაც უნდა გადატყდეს არის ის, რომ ივანიშვილი წავა კი არა, უზუნდარას იცეკვებს ისე წავა და კიდევ ბოდიშს მოიხდის", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×