რეზონანსი
09.10.2024

ქართველი ხალხი უარს ეუბნება ივანიშვილს და რაც მთავარია, ქართველი ხალხი ირჩევს წინსვლას, კეთილდღეობას, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ლაგოდეხში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ის უსამართლობა, რაც შეიქმნა “ ქართული ოცნების” მმართველობის დროს, როგორიცაა ფასების მონოპოლია, 26 ოქტომბერს დასრულდება.

„საქართველო ერთიანია ისე, როგორც არასდროს. საქართველო ირჩევს ევროკავშირს, ქართველი ხალხი ირჩევს განვითარებას. ქართველი ხალხი უარს ეუბნება ივანიშვილს და რაც მთავარია ქართველი ხალხი ირჩევს წინსვლას, კეთილდღეობას. ჩვენ, “ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას” განსაკუთრებული მხარდაჭერა გვაქვს კახეთში და მთელს საქართველოში.

დარწმუნებული ვარ, გვაქვს შანსი იმისა, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ. მხარი დაუჭირეთ 5 ნომერს, როგორც რეალურ ალტერნატივას “ქართული ოცნების” დამარცხების. ყველაფერი, რაც საქართველოში იწარმოება არის უკიდურესად იაფი: ყურძენი, კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, ხორბალი. ხოლო, რაც შემოდის და იმპორტულია, არის უკიდურესად ძვირი.

შეიქმნა მონოპოლიები და შეიქმნა ივანიშვილის მაფიოზური ფასების კლანები, რომლებიც ძარცვავენ ქვეყანას. ეს უსამართლობა დამთავრდება 26 ოქტომბერს. ხალხს, ვისაც ვხდებით ამბობენ, რომ რასაც ისინი აწარმოებენ არის უკიდურესად იაფი, ხოლო რაც შემოდის არის უკიდურესად ძვირი. ეს უსამართლობა “ ქართულმა ოცნებამ” მოიტანა იმიტომ, რომ ამ მონოპოლიებით ისინი მდიდრდებიან და აღარიბებენ ხალხს, რომელსაც არ აქვს შემოსავალი. 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვების შემდეგ დასრულდება ფასების მონოპოლია. აიწევს ჩვენი წარმოების ფასი, გაიაფდება ყველა იმპორტული პროდუქცია. არ შეიძლება, რომ ყოველთვის ყველაფერი ძვირი ჩვენს რეგიონში, საქართველოში იყოს და ეს ყველაფერი იმიტომ, ხდება, რომ აქედან წილი “ ქართულ ოცნებას” და ივანიშვილს მისდის. ვამარცხებთ ივანიშვილს - ვამარცხებთ ფასების მაფიას, ვამარცხებთ ყველაფერ იზოლაციურს. მივდივართ წინ ევროკავშირისკენ, მივდივართ განვითარებისკენ. წინ გამარჯვებისკენ!”- განაცხადა ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×