რეზონანსი
09.10.2024

თბილისში, პარტია „გახარია საქართველოსთვის" წევრებს თავს დაესხნენ.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, როდესაც პარტიის წევრები სააგიტაციო მასალას აკრავდნენ, უცნობი პირები თავს დაესხნენ.

ბუჩუკურის თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.

როგორც ბუჩუკური აცხადებს, ამ წუთებში, ადგილზე იმყოფება გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი. ასევე, ადგილზე მივიდა საპატრულო ეკიპაჟი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×