რეზონანსი
11.10.2024

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი უკრაინასთან რთულ თამაშს პროგნოზირებს, თუმცა წარმატებული სერიის გაგრძელებას იმედოვნებს.

მამარდაშვილის თქმით, უკრაინას ჰყავს იმ დონის მოთამაშეები, რომლებიც ქართველ ფეხბურთელებს დიდ წინააღმდეგობას გაუწვენ.

უკრაინის ნაკრებთან რთული თამაში გველის. მეტოქეს ბევრი ფეხბურთელი აკლია, არ იქნებიან ოპტიმალური შემადგენლობით, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ ჰყავთ იმ დონის მოთამაშეები, რომლებიც დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევენ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო წარმატებული სვლის გაგრძელება. ჩემი აზრით, ამ დავალებას თავი კარგად გავართვით. რა თქმა უნდა, ეს სერია უნდა გაგრძელდეს”, - ამბობს მამარდაშვილი, რომლის კომენტარსაც “საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

საქართველო-უკრაინის მატჩი, საქართველოს დროით,  22:45 საათზე დაიწყება.

შეგახსენებეთ, რომ საქართველოს ნაკრები  ერთა ლიგის B1 ჯგუფის ლიდერია. ჯვაროსნებმა 2 თამაშიდან, მაქსიმალური, 6 ქულის მოპოვება შეძლეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×