რეზონანსი
12.10.2024

არ ვიცი, რას და ვის გულისხმობს ტექნიკურ მთავრობაში პრეზიდენტი, ეს ნამდვილად არ წერია ქარტიაში, მაგრამ დავილაპარაკებთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„არ ვიცი მისი პოზიციაა. არ ვიცი, რას გულისხმობს, ვის გულისხმობს ტექნიკურ მთავრობაში, ამიტომ ეს ნამდვილად არ წერია ქარტიაში, მაგრამ დავილაპარაკებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა იმდენად მცირე დროა არჩევნებამდე დარჩენილი შეიძლება სჯობდეს, რათა არჩევნების შემდგომ სწრაფად ჩამოყალიბდება კოალიციური მთავრობა. ჩვენ, ოპოზიციურ პარტიებს ძალიან მალე შეგვიძლია, მივაღწიოთ შეთანხმებას ქვეყნის სწორ მართვასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა ქარტიის ერთგულია.

„ჩვენ ქარტიის ერთგულები ვართ, შევასრულებთ აბსოლუტურად ყველა პირობას. დანარჩენი ნამდვილად არ ვიცი, კონკრეტული კანდიდატების სახელი და გვარები. დავსხდებით, გუნდურად ყველა საკითხს გავივლით, გაცნობებთ პოზიციას“, – აღნიშნა ვაშაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს და ის იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აღმასრულებელის მხრიდან შეასრულოს, რაც წერია ქარტიაში. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დროა, ქარტიაზე ხელმომწერმა ოთხმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად არიან ბოლომდე ქარტიის სულისკვეთებისა და მისი ყოველივე სიტყვის ერთგულნი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×