ბებიის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული გიორგი კირვალიძე დახმარებას ითხოვს. მან "ტვ პირველის" რედაქციაში ციხიდან დარეკა. პატიმარი ამტკიცებს, რომ სასჯელსს გამოგონილი ბრალდებით იხდის. კირვალიძე ირწმუნება, რომ პროვოკაცია მას მამიდამ მოუწყო, ბებიის გაუპატიურება მხოლოდ იმიტომ დააბრალა, რომ ქონების მისაკუთრება სურდა.
ცილი დამწამეს. მამიდაჩემი იყო ეს ყველაფერი და გამართლებით ვიყავი პირველ ინსტანციაში. ქალი გარდაიცვალა და ვერ მოვიდა იქ, სასამართლოზე, რომ დაედასტურებინა, რომ ცილი დამწამეს. ეს არ არის ბებიაჩემის ჩვენება, აქ ურევია თელავის გაყოფილების ხელი კიდევ, რომ იცოდნენ მამიდის პოზიცია. ის მამიდა ცივსისხლიანი ადამიანია. 30 წლის ბიჭი ვარ მოწესრიგებული, ისტორიაში რატომ უნდა მეწეროს ასეთი სიბინძურე, აქ წლებზე აღარ არის უკვე ლაპარაკი. განადგურებული ვარ მორალურად, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც, ჯანმრთელობა გავინადგურე და მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი ვარ. 8 წლის ბიჭი მყავს და ასეთი ბრალდებით მე აქ არ უნდა ვიყო და მომაქციონ ყურადღება. რა გარემოებები არსებობს, მტკიცებულება, ბებია, რომელიც ადასტურებს, რომ ასეთი სისულელე არ მომხდარა, ისე გარდაიცვალა, რომ ვერ გაიგო, რაზე ვიყავი დაჭერილი და რომ გაიგო, რაზე დამიჭირეს, ქალს გული გაუსკდა და გარდაიცვალა და მამამ ნახა. მამა ნორმალურადაც არ არის დაკითხული, - ამბობს გიორგი კირვალიძე „პირველებთან“ სატელეფონო საუბრისას.
კირვალიძე პროტესტის ნიშნად თვეზე მეტია საპატიმროში შიმშილობს. 29 წლის მამაკაცი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის საფუძველზეც 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ცნობილია, რომ პირველმა ინსტანციამ გიორგი კირვალიძე გაამართლა. საგამოძიებო უწყებამ მძიმე დანაშაულის საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა. არ არსებობს არც ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც იტყვის, რომ 70 წლის ქალი შვილიშვილის მიერ არის გაუპატიურებული.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, მან ეროვნული ბიუროს მომზადებული დასკვნით იხელმძღვანელა, რომლის თანახმადაც, შვილიშილის საცვლის ერთ-ერთი ნიმუში ხანდაზმული ბებიის საწოლზე აღმოჩნდა. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომაც.