რეზონანსი
13.10.2024

შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ეს გადაწყვეტილება ჭიათურის მოსახლეობამ "ოცნების" დეპუტატთან რატი იონათამიშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ხალხი, ვინც 43 დღე პროტესტის უკიიდურეს ფორმას გამოხატავდა, რეაბილიტაციისთვის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

მმართველი პარტიის წევრი შუქრუთებელბს დაჰპირდა, რომ შეასრულებს მედიატორის როლს და დაეხმარება ადგილობრივებს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზთან" დავის გადაწყვეტაში.

შიმშილობის შეწყვეტის მიუხედევად, შუქრუთელები პარლამენტთან 24 საათიან პროტესტს აგრძელებენ. მათი თქმით, პროტესტს მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ.

შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამმხრივი კომისია: მოსახლეობის, კომპანიის და სახელმწიფოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული. ჩვემ ვუთხარით ჩვენი პრობლემების შესახებ. აქცია არ წყდება, ისევ პროტესტის რეჟიმში ვართ ჩვენ. ერთადერთი, შევთანხმდით იმაზე, რომ მოშიმშილეები შეწყვეტდნენ შიმშილს. შემდეგ შეხვედრაზე ჩვენ წარვუდგენთ დოკუემნტურად ჩვენს მოთხოვნებს და გავაგრძელებთ იქამდე, ვიდრე რაღაც კონკრეტული დოკუემნტი არ შეიქმნება. მივიღეთ დასტური, რომ შეასრულებს სახელმწიფო მედიატორის როლს და შემდეგ გაუწევს ზედამხედველობას იმ შეთანხმების აღსრულებას, რაც კომპანიასა და მოსახლეობას შორის მიიღწევა, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×