თბილისში, ამ წუთებში, მსვლელობისთვის ემზადებიან - ოპოზიციური პარტიების წევრები და მათი მხარდამჭერები სადგურის მოედანზე იკრიბებიან. ყველა ერთად დღეს გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმებას და ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ხელში მსვლელობა რუსთაველის გამზირზე დასრულდება. პარლამენტის შენობასთან სცენა უკვე დამონტაჟებულია. აქციააა ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება. ტრიბუნას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაიკავებენ და აქციაზე მისულ საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ.
სრულად მიიტაცა ძალაუფლება ივანიშვილმა და ეს არის უჩვეულო გარემო, ყველა თავმოყვარე ქართველს ევალება საკუთარი ხმა დაიცვას. ვინც აქ ვერ შემოგვიერთდება, მოვიდეს პარლამენტის წინ. მე ქართველი ხალხის ღირსების დაცვის იმედი მაქვს. ძალიან დამძიმებული გულებითაა აქ ხალხი მოსული, რადგან მათი ხმა არ ისმის. ყველამ ვიცით, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა და არა ის რუსული აკრტელი, რომელიც დრე საქართველოს მართავს“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
სამოქალაქო აქტივისტის, ნიკა ფარულავას განცხადებით, რპოტესტს დეცენტრალიაზცია და ძალიან მეტი გაშლა სჭირდება, რატა ხელისუფლებამ იგრძნოს ის დისკომფორტი, რომელიც მას ეკუთვნის.
“მათ არა თუ წაგვართვეს არჩევანის გამოხატვის თავისუფლება, არამედ ევროპული მომავალი. ეს ქალაქი გამარჯვების და წინააღმდეგობის ქალაქია“, - განაცხადა მან.