რეზონანსი
04.11.2024

“ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, პარალმენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პრეზენტაციის დროს წარდგენილი რუკა გააპროტესტა და პარლამენტის წინ საქართველოს რუკა გაშალა, სადაც მკვეთრად ჩანს, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და სამაჩაბლო.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ დელეგატების მონაწილეობის შესახებ ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა პრეზენტაციის დროს, „სლაიდზე“ აჩვენა საქართველოს რუკა, რომელზედაც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალი - ძნელად აღსაქმელი იყო. ზოგიერთი რაკურსიდან რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე ჩანდა. 

პრეზენტაციაზე წრამოდგენილ ელექტორნულ რუკას საზოგადოების ვნებათღელვა და პროტესტი მოჰყვა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2020 წელს შესული შესწორების თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის გამოყენება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×