რეზონანსი
04.11.2024

იქნება ქუჩაში წვიმა, თოვლი თუ ქარი, ჩვენ ვართ ქუჩაში და ვიქნებით მიზნის მიღწევამდე. მიზანი იქნება მიღწეული ყოველდღიური მართალი და ღირსებით სავსე ბრძოლით თბილისის ქუჩებში, და არამხოლოდ თბილისის ქუჩებში, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, თბილისი ვეღარ განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას.

„ბუნებრივია, თბილისი ჩვეულებისამებრ ვერ განაგრძობს ცხოვრებას ავტოკრატი ოლიგარქის პირობებში, რომელმაც

მოიპარა ევროპული და ეროვნული მომავალი. ჩვენ ამ გამარჯვებას უკან დავიბრუნებთ ყოველდღიური ბრძოლით. მოვა ის დღე და ის დღეები, როცა მთელი თბილისი და მთელი საქართველო თბილისის ყველა წამყვან მოედანზე და ჩიხში დავდგებით, რომ არა მარტო სიმართლით და ღირსებით, არამედ ჩვენი სიმრავლით დავამარცხოთ ივანიშვილი“, – განაცხადა მელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×