მოსამართლე, რომელმაც ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი დააკმაყოფილა
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო.
ვლადიმერ ხუჭუა დაიბადა 1976 წლის 7 ნოემბერს ქ. ქობულეთში. 1993 წელს დაამთავრა ქ. სამტრედიის N3 საშუალო სკოლა;
1998 წელს დაამთავრა ქ. თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი “იბერიას” იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი ბიზნესის ორგანიზაციის და მართვის სპეციალობით.
2009-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
2012 წლის ივნისიდან ნოემბრამდე იყო საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად დაკისრებული ჰქონდა თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.
2012 წლის ნოემბრიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად დაკისრებული აქვს თავმჯდომარის უფლებამოსილება.
2017-2021 წლებში იყო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
მინიჭებული აქვს იუსტიციის მრჩევლის სახელმწიფო სპეციალური წოდება.
2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში.