საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაკვირვებასა და აღფრთოვანებას გამოხატავს.
მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ ხუჭუას ქვეყნის სიყვარულისთვის მადლობა უხდის.
სასამართლოსთან დაკავშირებით ჩემი უაღრესად უარყოფითი გამოცდილებიდან გამომდინარე, გაკვირვებული და აღფრთოვანებული ვარ თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადადგმული ნაბიჯით. მადლობა საქართველოს სიყვარულისთვის!“, - წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება გუშინ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა.
სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას.