რეზონანსი
06.11.2024

არის შეხვედრები, შეკრებები, სადაც მეც არ ვარ. არის შეკრებები, სადაც არის ნიკა გვარამია. დღეს, მაგალითად, იქნება რამდენიმე შეკრება, სადაც მე ვერ ვიქნები, მაგრამ ნიკა იქნება,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც განმარტა, თუ რატომ არ იმყოფება დღევანდელ აქციაზე ნიკა გვარამია.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, კოალიციაში ფუნქციები მნიშვნელოვნად აქვთ გადანაწილებული.

„ვფიქრობ, დრო არის, თქვენ კარგად გაიაზროთ ფუნქციები - ასე ვიყავით მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში. ფუნქციები მნიშვნელოვნად გვაქვს გადანაწილებული და ეს არის ჩვენი კოალიცია „ცვლილებებისთვის” ძირითადი უპირატესობა. შესაძლებელია ბევრი რამ გაკეთდეს, ბევრი სხვადასხვა ადამიანის მიერ. არის შეხვედრები, შეკრებები, სადაც მეც არ ვარ, არის შეკრებები, სადაც არის ნიკა გვარამია. დღეს, მაგალითად, იქნება რამდენიმე შეკრება, სადაც მე ვერ ვიქნები, მაგრამ ნიკა იქნება. ამას თქვენ დაინახავთ”, - განუცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×