რეზონანსი
06.11.2024

დღეს კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, ეს არის ვიწრო გამოძიება, ძალიან ვიწრო მუხლით. ეს ადამიანები ახლა ეცდებიან, მაქსიმალურად, ასეთი მოლოდინიც მქონდა, რომ ჩავიდნენ ვიწრო დეტალებში. მარტო გამოიკვლიონ მაგალითად ბიულეტენში რაღაცა იყო თუ არა გაყალბებული, ინდივიდუალური ფაქტები და საქმეები გამოიძიონ და არ შეხედონ ერთიან სურათს, მთლიან სურათს. ეს არ იქნება და ვერ იქნება სრულყოფილი გამოძიება, როგორც მოსალოდნელი იყო და ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმისკენ, რომ საბოლოო ჯამში გამოძიებამ დაადგინოს, რომ იცით რა თქვენ ყველას ყველაფერი მოგეჩვენათ, თქვენ არაფერი არ წარმოგიდგენიათ, არანაირი მტკიცებულება არავის არ აქვს, ლაპარაკობენ ჰაერზე და ეს არჩევნები არ გაყალბებულა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გაყალბებული არჩევნების თვითლეგიტიმაცია მოახდინოს ივანიშვილმა. 

თქვა გახარია - საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა სასამართლოში არჩევნების გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვის შემდეგ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×