რეზონანსი
06.11.2024

ჩემი მოწოდება მხოლოდ ერთია - არ უნდა მოვიჭრათ თავი, უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ თავისუფლების ღირსი და ვიბრძოლოთ სიმართლისთვის, ამას ყველა გაიგებს და დააფასებს , - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, CNN-ზე ჟურნალისტებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენჯერმე აღნიშნეს -"საქართველოში მოპარული არჩევნები“.

სააკაშვილის თქმით, ამ კომენტარებით ნათელია, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგო რომ „საქართველოში არჩევნები რუსებმა მოიპარეს“.

“ღამით CNN-ზე ამერიკული არჩევნების გაშუქებისას, ჩემი დათვლით, 6-7-ჯერ ახსენეს. ჟურნალისტების თქმით: "საქართველოში მოპარული არჩევნები“.

ასევე ამერიკის ძირითად არხებზე აჩვენეს ჯორჯიას შტატის არჩევნებში რუსეთიდან განხორციელებული ჩარევის თაობაზე.

ჯორჯიას შტატის სახელმწიფო მდივნის (ბრედ რაფენსპერგერი) მიერ ატლანტაში გამართული პრესკონფერენცია, რომელზეც მან კონკრეტულად განაცხადა "რუსებს აშკარად შეეშალათ, რომ გადაწყვიტეს ჯორჯიას შტატის არჩევნებში ჩარევა და ჰგონიათ, რომ ჩვენთან ისევე გამოუვიდოდათ ეს, როგორც შავ ზღვაზე მყოფ ჯორჯიაში. დაკავდნენ ისევ თავისი მეზობლით ჩვენთან ვერაფერს გააწყობენ."

ამ კომენტარიდან გამოვიტანე 2 აზრი, ერთის მხრივ ის, რომ ჩვენთან არჩევნები რუსებმა მოიპარეს ეს გაიგო მთელმა მსოფლიომ და მეორეს მხრივ ბევრს ჰგონია, რომ ჩვენთან ეს უკვე მომხდარი ფაქტია და ჩვენ მას შევეგუეთ.

ამაზე ჩემი მოწოდება მხოლოდ ერთია - არ უნდა მოვიჭრათ თავი, უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ თავისუფლების ღირსი და ვიბრძოლოთ სიმართლისთვის ამას ყველა გაიგებს და დააფასებს“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის „ფეისბუქზე“ ვრცელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×