რეზონანსი
06.11.2024

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არ გამოხატავდა ამერიკის უმრავლესობის ნებას და ეს დადასტურდა კიდეც, - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია ახლა „ნირწამხდარია“, რადგან ისინი წლების განმავლობაში ტრამპს „რუს ოლიგარქად“ მოიხსენიებდნენ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ კარგად იცის.

„მინდა ვუთხრა ოპოზიციას, არ გამოუვათ ახლა ტრამპისთვის გამარჯვების მილოცვა, იმიტომ, რომ მათი პოზიციები ცნობილია. მას საჯაროდ მოიხსენიებდნენ, როგორც რუს ოლიგარქს. შარშან უნგრეთში ჩატარდა კონსერვატორული მიმართულების კონფერენცია, ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩასული, ტრამპი ვიდეოთი მიესალმა კონფერენციას, ოპოზიციამ და მათმა პატრონებმა ყველა მონათლა რუს ოლიგარქებად, რუსულ კონფერენციად. ახლა რა პირით ულოცავენ ტრამპს, მათი გაგებით რუს ოლიგარქს? - პირდაპირ ამბობდა გვარამია, რომ ის არის რუსი ოლიგარქი, ბატონი პატიმარი სააკაშვილი ამბობდა, "რა ეგონა ტრამპს, ჩააბარეს ამერიკა, მოიგო თუ ანდერძით დაუტოვესო". ვხედავთ სახეზე, ნირწამხდარი არიან თავიდან ბოლომდე, ეს მილოცვა მათ არ ჩაეთვლებათ. ძალიან კარგად ხედავს ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, რა დამოკიდებულება იყო მათთან მიმართებაში. გაიმარჯვა ტრამპმა, არა მარტო პიროვნებამ, არამედ საღმა აზრმა, სიმართლემ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება ტრამპის ადმინსიტრაციის პირობებში საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განვითარებას, როგორც გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, არ აქვს ილუზია, რომ ტრამპის არჩევის შემდეგ საქართველოსთან მიმართებაში პრობლემები არ იქნება, მაგრამ ქართული საზოგადოებისა და დონალდ ტრამპის ღირებულებები გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაციის.

„ტრამპს არ დაჭირდება იმის ახსნა, თუ რაც შეიყვანა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ჩიხში, იმიტომ, რომ არა მარტო ქართულ-ამერიკული, არამედ ჩიხშია შესული ამერიკის ურთიერთობები ძალიან ბევრ ქვეყანასთან. ჩვენ იმის ილუზია არა გვაქვს, რომ ტრამპის არჩევის შემთხვევაში ფეხს-ფეხზე გადავიდებთ და საქართველოსთან მიმართებაში პრობლემები არ იქნება, მაგრამ აქ საუბარი იმაზეა, რომ გაცილებით უფრო ახლოსაა ღირებულებითი ნაწილი ამ ადამიანის არჩევის შემთხვევაში საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის ღირებულებით ნაწილთან“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×