რეზონანსი
08.11.2024

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე გენერალურ პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ გამოკითხვაზე არ მივა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განმარტავს, რომ არჩევნების გაყალბების საქმეზე მაგისტრი მოსამართლის წინაშე იმ შემთხვევაში დაიკითხება, თუ გაბიტაშვილის უწყება სასამართლოს სავალდებულო წესით მიმართავს. 

პროკურატურაში დამიბარეს დღეს. ეს არის ერთგვარი გაგრძელება "ქართული ოცნების"  პოლიტიკის, რომ თითქოსდა სიმულაციურ გამოძიებას ქმნიან, რომლის მოთხოვნილებაც არსებობს იმ უმძიმესი დარღვევების ფონზე, რაც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გამოაშკარავდა და ცდილობენ, რომ საერთაშორისო გამოძიების ნაცვლად, ივანიშვილის პროკურატურამ ჩაატაროს გამოძიება, რომელსაც არ ვენდობი. პროკურატურას შესაბამისი პასუხი დავუბრუნე და ვუთხარი, რომ არ ვენდობი პროკურატურას და პროკურატურაში გამოკითხვაზე უარს ვაცხადებ, თუმცა თუ სავალდებულო წესით მიმართავენ სასამართლოს, მაგისტრ მოსამართლესთან გამოვიკითხები, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×