ღაზას სექტორის ქალაქ ჯაბალიაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი პალესტინელ მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს და „ჰამასის" მედიის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 32-ს აღწევს.
ისრაელი აცხადებს, რომ ჯაბალიაში, ბეიტ ლაჰიასა და ბეიტ ჰანუნში ჯარები გაგზავნა, რათა ხელი შეეშალა „ჰამასის" იმ მებრძოლების გადაჯგუფებისთვის, რომლებიც თავდასხმებს იქიდან ახორციელებენ.
ისრალესა და „ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მცდელობები ჯერ-ჯერობით შეჩერებულია. „ჰამასს" სურს შეთანხმება, რომელიც დაასრულებს ომს, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ომი მხოლოდ „ჰამასის" აღმოფხვრის შემდეგ შეჩერდება.