რეზონანსი
10.11.2024

ევროკავშირს ადარდებს ის, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ "საერთაშორისო - გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი საუბრობს. ეკა გიგაურის თქმით, ევროკავშირის დელეგაციას, რომელიც დღეს თბილისში ჩამოდის, კითხვები საქართველოში ჩატარებულ  არჩევნებთან დაკავშირებით აქვს. მესამე სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ პარტნიორებს ინფორმაციას არცევნებზე აღმოჩენილი დარღვევების შესახებ მიწოდებენ. 

ის, რომ თავისთავად, ეს ვიზიტი არის ორგანიზებული და ევროკავშირის 10 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები ჩამოდიან, ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ადარდებთ ის, თუ რა ხდება ქვეყანაში. მათ აქვთ კითხვები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და შესაბამისად, ზუსტად ამიტომ არ ხდება ამ არჩევნების ლეგიტიმაცია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენთან შეხვედრა არის განპირობებული იმით, რომ გვყავდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან ბევრი ფოტო თუ ვიდეომასალა, ასევე ანგარიშები და შეტყობინებები ჩვენი დამკვრივებლების მხრიდან, სადაც საუბარია კონკრეტულ დარღვევებზე, - ამბობს ეკა გიგაური. 

ევროკავშირის დელეგაციის ნაწილი თბილისშია. უკვე ცნობილია, რომ პირველ შეხვედრას ისინი ხვალ დილით, ათონელის სასახლეში, პრეზიდენტთან გამართავენ. საუბრის მთავარი თემა საქართველოში ჩატარებული არჩევნები იქნება, რომლის შედეგებიც ამ დრომდე არავის უღიარებია. 

ევროკავშირის დელეგაცია პრეზიდენტის გარდა ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს შეხვდება. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×