რეზონანსი
10.11.2024

ექვს საათზე მეტია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ამ წუთებში ცესკოს წევრები საიას იურისტს უსმენენ, რომელიც ფარულობის დარღვევის შესახებ საუბრობს. საარჩევნო კომისია ირწმუნება, რომ თეთრ ფურცელზე შავი ლაქები მხოლოდ ერთეულ შემთხევევებში გამოჩნდა, რასაც დარბაზშივე უწოდეს ტყუილი. 

"ოცნების" წარმომადგენლები სხდომაზე აფორიზმებსაც კი იშველიებდნენ. 

ჩვენ ყველანი ვართ უნიკალურები, სებედნიეროდ. როგორც დიდმა შოთამ თქვა, სახე ყოვლისა კაცისა, გვაქვს უთვალავი ფერითა. უკვე გაჟღერდა სიტყვა ინდივიდუალურობა და ინდივიდუალიზმი. მე გუშინ სახლში, ჩემთან ოჯახში, წამზომით, მე თვითონ დავინტერესდი და სხვებთან ერთად, მაინტერესებდა, რამდენი დრო სჭირდება ამის ჩაყლაპვას. ეს არ სცდება 1.3 წამს. რა უბარი უნდა ჰქონდეს იმ ადამიანს, განზრახვასთან ერთად, ყველასა თავსა ჩვენსა დაადგინოს გამჟღავნება არჩევანის, - თქვა „ოცნების“ წარმომადგენელმა.

თავის მხრივ საიას იურისტმა განმარტა, რომ ისეთივე შანსი იყო ბიულეტენის აპარატში სწრაფად შეცურების, როგორც ამის ვერ მოხერხება.  

ასე შეიძლება სახელმწოდება ამ უნარის ვერ გითხრათ, მაგრამ აქ უნარის სახელდება კი არ არის მნიშნელოვანი, აქ პრობლემა ის არის, რომ თქვენ, პირობითად, 1 წამი და ზედმეტად მცირე დრო დაგჭირდათ იმისთვის, რომ ბიულეტეინ ხმის მთვლელში მოგეთავსებინათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იდენტური დროის შუალედი, დროის პერიოდი სჭირდებოდა იქ ყველას. რიგ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ეს ბიულეტენი ისეთივე სწრაფად შეცურებულიყო ხმის მთვლელი აპარატის ჭრილში, როგორც ეს თქვენ გააკეთეთ, თუმცა იყო არაერთი შემთხვევა, როცა ეს ისეთვე სისწრაფით შეიძლებოდა ვერ განხორციელებულიყო. ნახეთ, ის, რომ ნაწილ-ნაწილ შედიოდა ეს ბიულეტენი ხმის მთვლელი აპარატის ჭრილში, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტში გაფერადებული წრის კვალის უკან არსებობის გამო, შესაძლებელი იყო დაიდენტიფიცირება, რომელ არჩევანს, რა მიმართულებით არჩევანს ეხებოდა კონკრეტული ამომრჩევლის ნება, - თქვა საიას წარმომადეგნელმა.

საქმე იქამდე მივიდა, რომ ცესკოს "ოცნების" წარმომადგენელმა საიას იურისტს შესთავაზე, თუკი თვლის, მის ხმის ფარულობა დაირღვა, მისი არჩევანი გააბათილონ.  

ეს ყველაფერი თუ დავიდა ინდივიდუალიზმამდე, ვისი ხმის ფარულობა დაირღვა, ისე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. თქვენი ხმის ფარულობა თუ დაირღვა, გვითხარით, თქვენ რა სუბიექტი შემოზახეთ, რადგან ფარულობა დარღვეულია, პირობითად გთავაზობთ და თუ თქვენ დაამტკიცებთ, ვისაც თქვენ ხმა მიეცით, რომ ფარულობა დარღვეულია და უნდა გაბათილდეს, თქვენ ოლქის შემაჯამებელ ოლქში ჩენ იმ პარტიას ერთი ხმა გავუბათილოთ. ამის დამტკიცება შესაძლებელია?

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×