საქართველოს, ხვალ, 11 ნოემბერს, ევროკავშირის დელეგაცია ეწვევა. თბილისში ევროპული გაერთიანების 8 ქვეყნის პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეები ჩამოვლენ, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების გამო და ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით ხვალ დილით ის ევროკავშირის დელეგაციას ორბელიანების სასახლეში შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში, ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრა პროდასავლურ ოპოზიციასთანაც. 13:00 საათზე კი ჩანიშნულია შეხვედრა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდნენ 26 ოქტომბრის არჩევნებს.
კერძოდ,საქართველოს ეწვევიან:
გერმანია - მიხაილ როთი;
ფინეთი - იუკა კოპრა;
შვედეთი - ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი;
საფრანგეთი - საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ პეტი;
ლიეტუვა - ჟიგიმანტას პავილიონისი;
ლატვია - ინარა მურნიეცე;
ესტონეთი - მარკო მიხელსონი;
პოლონეთი - კომიტეტის წევრი მიჰაუ კამინსკი.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრას არ აპირებენ. შეხვედრები არც მთავრობის ადმინისტრაციასთან და არც საპარლამენტო უმრავლესობასთან არ არის ჩანიშნული.