პარლამენტის ყოფილი წევრი, როლანდ ახალაია იწონებს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას, თეთრიწყაროს და წალკის საარჩევნო ოლქებში შემავალი უბნების შედეგების გაუქმების შესახებ. ის მოუწოდებს მოსამართლეს, მედგრად იყოს, მართლმსაჯულების სისტემის მსახურებს კი ხუჭუას "ვირუსის" გადადებას უსურვებს.
"ვიცნობ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას საქართველოს პროკურატურაში მუშაობის პერიოდიდან. არ გამკვირვებია ის გადაწყვეტილება, რაც მან მიიღო, რადგან სამართლებრივ საკითხებში ის ყოველთვის იყო შეუვალი და ერთ-ერთი ნათელი წერტილი პროკურატურის სისტემაში. ყოჩაღ კოლეგავ. არაფრად გიღირს თანამდებობა თუ დამოუკიდებლად მოქმედება არ შეგიძლია. ვიცი ისევ ბევრი შენი კოლეგა დაგესხმება თავს, მაგრამ მედგრად იყავი. შენ გაბედე და სამართალი აღასრულე. მეც ასე მესხმოდნენ თავს 2000 წელს, როცა პროკურორის თანამდებობა საჯაროდ, პროტესტის ნიშნად დავტოვე, რადგან ხდებოდა ამერიკელების მიერ დაგეგმილი და დაფინანსებული, პროკურატურის სისტემის რეფორმის საბოტაჟი, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ პროკურატურა უარეს მდგომარეობაშია ვიდრე შევარდნაძის დროს. ვისურვებდი შენი "ვირუსი" გადაედოს მართლმსაჯულების ბევრ მსახურს", - წერს როლანდ ახალაია.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|