რეზონანსი
12.11.2024

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა კოდორის ხიდზე მოძრაობის განბლოკვა მოახერხეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ძალოვანი უწყებების" წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის ხიდთან დაპირისპირება მოხდა.

ამჟამად სოხუმის სამი ხიდიდან დაბლოკილი რჩება ორი ხიდი - გუმისთას ზედა და ქვედა ხიდები.

საპროტესტო აქციები სოხუმში 11 ნოემბრის საღამოს მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ", რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×