რეზონანსი
12.11.2024

"მთელი რიტორიკა, "მეორე ფრონტისა" და "გლობალური ომის პარტიის" შესახებ, ემსახურებოდა არა მხოლოდ ქართული საზოგადოების დაშინებას, ტერორიზებას, დაზაფვრას, მოტყუებას ან დასავლეთთან დაპირისპირებას, არამედ შეთანხმებულ გეგმას რუსეთთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ნგრევის", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

"საზოგადოებას მინდა ვაცნობო "ქართული ოცნების" კიდევ ერთი ძალიან ღიად ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი მოქმედებების შესახებ, რომელიც ამ რამდენიმე დღეში გამოვლინდა. კერძოდ, 6 ნოემბერს ჟენევის მოლაპარაკებების 62-ე რაუნდის შედეგად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც თავიდან ბოლომდე ეყრდნობა "ქართული ოცნების" პროპაგანდისტულ ხაზს "მეორე ფრონტისა" და "გლობალური ომის პარტიის" არსებობის შესახებ. ამ პროპაგანდისტული ხაზის საფუძველზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად მოითხოვს, და ეს მოითხოვა ჟენევაში, საქართველოსგან ცხინვალის დემილიტარიზაცია დემარკაციას, ანუ პრაქტიკულად აღიარებას. და მეორე, მოითხოვს ჟენევის ფორმატის ცვლილებას, ანუ პრაქტიკულად საქართველოს მარტო დატოვებას რუსეთთან მოლაპარაკებებში და ევროკავშირის გამორიცხვას ამ პროცესიდან. აქედან ირკვევა, რომ მთელი რიტორიკა, "მეორე ფრონტისა" და "გლობალური ომის პარტიის" შესახებ, ემსახურებოდა არა მხოლოდ ქართული საზოგადოების დაშინებას, ტერორიზებას, დაზაფვრას, მოტყუებას ან დასავლეთთან დაპირისპირებას, არამედ შეთანხმებულ გეგმას რუსეთთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ნგრევის", - განაცხადა ხოშტარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×