რეზონანსი
13.11.2024

უმრავლესობის დეპუტატის ეკა სეფაშვილის თქმით, ოპოზიციამ საკუთარ ამომრჩეველს მაინც აღარ უნდა გაუცრუოს იმედი და პარლამენტში შეუსვლელობით დაამტკიცოს, რომ სიტყვის პატრონია.

„დაწერონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განცხადება, რომ არ სურთ პარლამენტში შემოსვლა, ისევე, როგორც ეს 2020 წელს გააკეთეს და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, გადავწყვეტთ, დავუტოვოთ უფლებამოსილება და მანდატი თუ - შევუწყვიტოთ.

2020 წელსაც ოპოზიციის მხრიდან მსგავსი მოვლენები ვიხილეთ, თუმცა, მაშინ პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა შეძლეს, რადგან ISFED-მა პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა და ამაში მათმა უცხოელმა დამკვეთებმაც აუბეს მხარი, კონკრეტულად კი, მაშინდელმა აშშ-ის ელჩმა საქართველოში. მაშინაც ამბობდნენ ოპოზიციონერები, რომ ვინც პარლამენტში შევიდოდა, პუფი იქნებოდა, მაგრამ მერე ყველა პუფი ვიხილეთ საკანონმდებლო ორგანოში. კი ბატონო, დააფიქსირონ ოპოზიციის წევრებმა თავიანთი სურვილი და ნუ შემოვლენ პარლამენტში - რამეში მაინც დაუმტკიცონ თავიანთ ამომრჩეველს, რომ სიტყვის პატრონები არიან, რადგან უკვე ძალიან ბევრჯერ მოატყუეს თავიანთივე ამომრჩევლები“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×