რეზონანსი
13.11.2024

სიების ჩახსნისა და მანდატებზე უარის თქმის შესახებ გაკეთებული განცხადებები არც სამართლებრივი და არც პოლიტიკურია - ეს არის ამ ადამიანების სასოწარკვეთილების აღიარება, რადგან მათ საკუთარი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები მოატყუეს, - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა.

იონათამიშვილმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ ოპოზიცია ამომრჩეველს ატყუებდა არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგაც და ახლა ამ ტყუილის გამო თავს იმართლებს.

„არ უნდათ იმის აღიარება, რომ ცდილობდნენ საკუთარ მხარდამჭერებს სიცრუეში ეცხოვრათ. შესაბამისად, ასეთი უპასუხისმგებლო ადამიანები ნამდვილად არ იმსახურებენ იმას, რომ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდნენ. რაც ახლა ხდება, ეს ქვეყნის დემოკრატიისთვის უკეთესია. ჩვენი პოლიტიკური ველი რაც უფრო გაიწმინდება ასეთი მარგინალებისგან, მით უკეთესი იქნება დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×