რეზონანსი
13.11.2024

ოკუპირებულ სევასტოპოლში საკუთარ ავტომობილში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემების შტაბის უფროსი ვალერი ტრანკოვსკი ააფეთქეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

წინასწარი ვერსიით, ავტომობილზე დამონტაჟებული იყო ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც დისტანციურად იმართებოდა.

უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია იყო. უკრაინისთვის ტრანკოვსკი ომის დამნაშავეა.

მედია წერს, რომ სწორედ ის გასცემდა უკრაინის ქალაქების დაბომბვის ბრძანებას და ის ხელმძღვანელობდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებიდან უკრაინის სამოქალაქო და ენერგო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიშებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×