რეზონანსი
13.11.2024

 "მე საზოგადოებას ვერ მოვატყუებ, რომ შესაძლებელია კანონმდებლობით, დავწერო ახლა განცხადება რომ რეგისტრაციაში არ გამატარო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს უფლებამოსილება, შემოწყვიტოს რაღაც მანდატი, რომელიც ჯერ არ მიმიღია," - ამის შესახებ პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდიას სიჭინავამ განაცხადა.

როგორც ბერდია სიჭინავა აცხადებს, მისი პარტია არ აპირებს "რაღაც რიტუალებში მონაწილეობის მიღებას."

"ჩემს პოლიტიკურ პარტიას ახასიათებს თანმიმდევრულობა და კანონის უზენაესობის პატივისცემა. შესაბამისად, მე ანგარიშვალდებულება, პირველ რიგში, მაქვს ჩემი ამომრჩევლის წინაშე და მე ამ საზოგადოებას ვერ მოვატყუებ, რომ შესაძლებელია კანონმდებლობით, მე დავწერო ახლა განცხადება რომ რეგისტრაციაში არ გამატარო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს უფლებამოსილება შემოწყვიტოს რაღაც მანდატი, რომელიც ჯერ არ მიმიღია. ამიტომ, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას რაღაც რიტუალებში მონაწილეობის მიღება არ გვჭირდება იმისთვის, რომ საზოგადოება დავარწმუნოთ. ასეთი ტიპის რიტუალური მოქმედებები ჩვენს პოლიტიკურ პარტიას არ გვახასიათებს, იმიტომ, რომ ჩვენ ნათქვამ სიტყვას აქვს ფასი და ჩვენს საქმესაც აქვს ფასი. ჩვენი ჰო არის ჰო და ჩვენი არა არის არა," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, ორმა ოპოზიციურმა კოალიციამ - "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ " და "კოალიცია ცვლილებებისთვის" ბრიფინგით, ცესკო-ს სიების გაუქმება მოსთხოვა. ინიციატორებს პასუხი მალევე გასცა ცესკომაც. ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სანამ პარლამენტი ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილებას არ ცნობს, კანონით, რეგისტრაცია ვერ გაუქმდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×