რეზონანსი
14.11.2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტმა საახალწლო ნაძვის ხე და აქსესუარები ოქტომბრის დასაწყისში შეიძინა. ამისთვის ტენდერი სექტემბერში იყო გამოცხადებული.

დადებული ხელშეკრულების თანახმად, გურჯაანი საახალწლო ნაძვის ხესა და მოსართავებში 147 000 ლარს დახარჯავს.  21 მეტრიანი ნაძვის ხე 112 000 ლარი ეღირება, მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთია. რაც შეეხება ნაძვის ხის მოსართავ ვარსკვლავებს 180 ცალში 27 000 ლარს გადაიხდიან. ნაძვის ხის მონტაჟი და დემონტაჟი კი 8000 ლარი დაჯდება.  ტექნიკური დეტალების თანახმად პროდუქცია შემსყიდველისთვის ოქტომბრის ბოლომდე უნდა მიეწოდებინათ. მონტაჟი-დემონტაჟის ვადები კი  05.12.2024-19.01.2025 - ია.

ტენდერში გამარჯვებული ოქტომბრის დასაწყისში გამოვლინდა. შპს ოთხისეზონი+ , რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელიც მარიამ რუხაძეა. კომპანიას გამოცდილებაში უწერია, რომ ანალოგიური მომსახურება წარსულში გაუწია საჩხერის მუნიციპალიტეტსაც.

გურჯაანთან შედარებით გვიან აპირებს ნაძვის ხის შეძენას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია. ტენდერში წინადადებების მიღება 22 ნოემბერს დაიწყება და 25 ნოემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 147 800 ლარია.

განმარტებით ბარათში წერია, რომ დაბა ადიგენში, მერიის წინ მდებარე პარკში უნდა მოხდეს ახალი 12 მეტრიანი ნაძვის ხის მონტაჟი,თავისი სადგამითა და ვარსკვლავით, რომლის სიგრძე შეადგენს 1.5მ-ს. აღნიშნული ნაძვის ხის მონტაჟი, ყველა საჭირო აქსესუარითა და განათებით, უნდა მოხდეს არაუგვიანეს 21 დეკემბრისა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ჯერჯერობით სხვა მუნიციპალიტეტის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×