რეზონანსი
14.11.2024

უბედური შემთხვევა თბილისში - პარლამენტთან 9 აპრილის აქციების მონაწილე გარდაიცვალა. მეგობრების თქმით, გიორგი კერვალიშვილს გულის შეტევა დღეს, იმ დროს დაემართა, როცა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. კერვალიშვილი დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერიც იყო. 

გარდაცვლილის ახლობლის თქმით, შეუძლოდ მყოფი მამაკაცის გადასარჩენად გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას დანიშნულების ადგილზე მისასვლელად 30 წუთამდე დასჭირდა. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც. 

"სამწუხაროდ, დღეს მოვედით, ნახევარ საათში უნდა დაგვეწყო და უცებ გარდაიცვალა. გულის შეტევა მოუვიდა. ინფარქტი ჰქონდა გადატანილი, შაქარი და დიაბეტი ჰქონდა. სასწრაფომ ვერ მოასწორ მოსვლა, დაიგვიანა და მე საყვედური ვუთხარი. 112-ის ოპერატორსაც გადავეცი. პატრული ცალკე რეკავდა, ჩვენ ცალკე ვრეკავდით და 25 წუთი მაინც დასჭირდა სასწრაფოს მოსვლას", - თქვა გარდაცვლილის მეგობარმა. 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×