რეზონანსი
04.12.2024

ჩვენ აქ ნამდვილად გვაქვს აქციისთვის ძალიან ბევრი პარალონები, პლედები, ფეიერვერკები, სნიკერსები, კვერცხები რომ ვესროლოთ პოლიციას, ყველაფერი რაც საჭიროა იმისთვის, რომ იყოს პროტესტი, - განაცხადა პარტია „დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „დროას“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებებზე საუბრისას.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ის არის აქციების ორგანიზატორი და პასუხისმგებლობასაც იღებს. ამიტომ, ამით არაფერი იცვლება. კიდევ შეიძენენ, მოიტანენ და იმავეს გააგრძელებენ, რასაც აქამდე აკეთებდნენ.

„ძალიან სასაცილოა, ლაზერებს, საღებავებს აღრიცხავენ და მე მათ განვუმარტე, რომ ეს პოლიცია არის რუსული პოლიცია, ეს პოლიცია არის ანტიკონსტიტუციური პოლიცია, ეს პოლიცია ემსახურება ივანიშვილს, ეს პოლიცია მიდის ევროპის წინააღმდეგ, ამიტომ, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის რას გადაჩხრეკენ, რას იზამენ, ვის რას დააბრალებენ. მე თვითონ ვუთხარი, რომ დიახ, მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციებზე. რა თქმა უნდა, ეს არის ხალხის გადაწყვეტილება და ხალხის აქცია, მაგრამ დიახ, ყველაფერს ამას ჩვენ ვიყენებთ აქციებზე. ლაზერებს ძალიან დიდი ენთუზიაზმით [ეძებენ], მაგას თავი დავანებოთ, შევიძენთ, მოვიტანთ, ზუსტად იმავეს გავაგრძელებთ, რასაც ვაკეთებდით“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×